Tuesday, May 25, 2010

poto albomi

პირველი ნაბიჯი

ტექნოლოგია

შედარებები სხვა რაკეტებთან [რედაქტირება]

სატურნ-V პირველი საფეხურის F-1 ძრავა, წინა პლანზე ამ რაკეტის შემქმნელი ვერნერ ფონ ბრაუნი

ამერიკული სატურნ-V საბჭოთა მეტოქე იყო ნ-1. სატურნ-V უფრო მაღალი, მძიმე, მეტი წევის გამავითარებელი და კოსმოსში მეტი ტვირთის გამტანი რაკეტა იყო, მაგრამ ნ-1-ის პირველ საფეხურს უფრო მეტი დიამეტრი ჰქონდა.[2] ნ-1 ოთხჯერ გაუშვეს კოსმოსში. მან გამართულად ვერცერთხელ იმუშავა, პირველი საფეხურის მოცილებამდეც კი. ამ ოთხიდან ყველაზე წარმატებული გაშვების დროს პირველი საფეხურის ჩამოცილებამდე სულ 10 წამი იყო დარჩენილი. სატურნ-V პირველი საფეხური იყენებდა ხუთ ძალიან მძლავრ ძრავას მაშინ როცა ნ-1 პირველ საფეხურზე 30 სუსტი ძრავა იყო დაყენებული, რადგან საბჭოთა კონსტრუქტორებმა 60-იან წლებში არ შემქნეს ისეთი მძლავრი ძრავა როგორიც იყო ამერიკული F-1. ორი გაშვების დროს, კერძოდ "აპოლო-6" და "აპოლო-13" სატურნ-V შეძლო ფრენა, მიუხედავად მისი ძრავების გაუმართაობისა. ასეთი შემთხვევებისათვის ნ-1 ჰქონდა კომპიუტერი მაგრამ ეს რაკეტა საერთოდ ცუდად იყო დაპროექტებული და მისმა კომპიუტერმა ვერ შეძლო ეხსნა რაკეტა კატასტროფისგან გაშვების დროს. ამ რაკეტის მეორე გაშვების დროს (1969 წლის 3 ივლისს) მისმა კომპიუტერმა გასცა პირველი საფეხურის ყველა ძრავის გამორთვის მცდარი ბრძანება, რასაც რაკეტის დაცემა და სასტარტო მოედნის მთლიანად განადგურება მოჰყვა. საბოლოო ჯამში ნ-1 წარუმატებლობის მიზეზი, როგორც ჩანს, იყო პირველი საფეხურის არასაკმარისი გამოცდები, რაც თავის მხრივ არასაკმარისი დაფინანსების შედეგი იყო.

მეტოქეები მთვარეზე გაფრენაში-ამერიკული სატურნ-V და საბჭოთა ნ-1

სამსაფეხურიანი რაკეტის სატურნ-V მაქსიმალური წევა იყო 34.02 მეგანიუტონი და მას შეეძლო 118 000 კილოგრამი სასარგებლო ტვირთის გატანა კოსმოსში.[3] "აპოლო-15" მისიის დროს წევის მაჩვენებელი ადიოდა 34.8 მეგანიუტონამდე. არცერთ სხვა რაკეტას არ გადაუჭარბებია სატურნ-V-ისთვის სიმაღლის, მასის და კოსმოსში გატანილი სასარგებლო ტვირთის მაჩვენებლით. მხოლოდ საბჭოთა რაკეტა-მატარებელ "ენერგიას" ჰქონდა წევის მაჩვენებლი ოდნავ მეტი — 35.1 მეგანიუტონი.

საბჭოთა "ენერგიის" მომავალ "ვულკანის" კონფიგურაციას (რაც ვერ განხორციელდა) შესაძლებლობა ექნებოდა განევითარებინა უფრო მაღალი წევა-46 მეგანიუტონი და ორბიტაზე გაეტანა 175 ტონა სასარგებლო ტვირთი. სატურნ-V შეეძლო მომავალში გამოეყენებინა გაუმჯობესებული F-1A ძრავები რაც საშუალებას მისცემდა სატურნ-V განევითარებინა 18 %-ით მეტი წევა და ორბიტაზე 137 250 კგ სასარგებლო ტვირთი გაეტანა. NASA განიხილავდა სატურნის ტიპის სხვადასხვა რაკეტების (მ.შ. რაკეტა-მატარებელი "ნოვა") შექმნის გეგმებს, მაგრამ ეს რაკეტები არასოდეს აუგიათ.

კოსმოსურ შატლს (Space Shuttle) შეუძლია განავითაროს მაქსიმალური წევა 30,1 მეგანიუტონი და ორბიტაზე გაიტანოს 28 800 კგ სასარგებლო ტვირთი (თავად ხომალდის ჩაუთვლელად).

ზოგიერთი შედარებით ახალი რაკეტა ბევრად სუსტია სატურნ-V-სთან შედარებით. ევროპულ არიან-5-ს, მისი უახლოესი ვერსიით არიან-5 ECA, შეუძლია გეოსტაციონარულ გადასაყვან ორბიტაზე 10 000 კგ სასარგებლო ტვირთი გაიტანოს. ამერიკული დელტა-4 გეოსინქრონულ გადასაყვან ორბიტაზე 13 100 კგ ტვირთი გააქვს. ატლას-V რაკეტას (იგი რუსულ ძრავებს იყენებს) გეოსტაციონარულ გადასაყვან ორბიტაზე 13 605 კგ ტვირთი გააქვს, ხოლო დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 25 000 კგ.

წყარო

პირველი ნაბიჯი

'აპოლონ 11'-ის ეკიპაჟი (მარცხნიდან: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ედვინ ოლდრინი

"აპოლონ 11"-ის ეკიპაჟი (მარცხნიდან: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ედვინ ოლდრინი

17.07.2009
ამ დღეებში მთელი მსოფლიო იხსენებს სამეცნიერო მიღწევას, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად არის აღიარებული: 40 წლის წინ, 1969 წლის 20 ივლისს (ევროპასა და აზიაში უკვე 21 ივლისი იყო) ადამიანმა პირველად დააბიჯა მთვარეზე. ეს პატივი, როგორც ცნობილია, ამერიკელ ნილ არმსტრონგს ერგო. მომდევნო წლებში, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ხუთჯერ გააგზავნა ასტრონავტები დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრსა და მის უახლოეს ციურ სხეულზე. თუმცა “აპოლო 11” - პირველი პილოტირებული მისია, რომლის საბოლოო მიზანიც მთვარეზე დაჯდომა იყო - მაინც განსაკუთრებით აღიბეჭდა ასობით მილიონი ადამიანის მეხსიერებაში 40 წლის წინ, თუ მომდევნო წლებში ნაჩვენები ფოტოსურათების, ვიდეოჩანაწერების, ასტრონავტების მონათხრობის, ათასგვარი შეფასებების მეშვეობით.

“პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის და გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის” - ეს, მართლაც ისტორიული სიტყვები “აპოლო 11”-ის ეკიპაჟის მეთაურმა, ნილ არმსტრონგმა წარმოთქვა, პირველმა ადამიანმა მთვარეზე. მას 19 წუთში შეუერთდა მთვარის მოდულის პილოტი ედვინ ოლდრინი, რის შემდეგაც ასტრონავტები ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ მთვარის ზედაპირზე მოძრაობის პირობებს, იღებდნენ მთვარის ქანების ნიმუშებს. მათვე დადგეს საცდელი ხელსაწყოები და მწვერვალის, თუ სხვა ძნელად მისადგომი ადგილების დამპყრობთ როგორც სჩვევიათ, დაპყრობილი ციური სხეულის ზედაპირზე აღმართეს მშობლიური შეერთებული შტატების დროშა.
წყარო

ამერიკელების პირველი გაპრენა მთვარეზე 1969წელს

წინაისტორია [რედაქტირება]

60-იანი წლების დასაწყისისათვის საბჭოთა კავშირმა დიდ წარმატებებს მიაღწია კოსმოსის ათვისებაში და ამ მხრივ აშშ-ს გაუსწრო. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა გაუშვა მსოფლიოში პირველი ხელოვნური თანამგზავრი, 1961 წელს კი პირველი ადამიანი კოსმოსში — იური გაგარინი.

1961 წლის 25 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ გამოაცხადა, რომ აშშ შეეცდებოდა 60-იანი წლების ბოლომდე ადამიანის გაშვებას მთვარეზე. ამ დროისათვის აშშ-ის პილოტირებულ კოსმოსურ ფრენაში მეტად მცირე გამოცდილება ჰქონდა. 5 მაისს პირველი ამერიკელი ასტრონავტი ალან შეპარდი გაფრინდა კოსმოსში ხომალდ „ფრიდომ-7“ სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე, რომელიც სულ 15 წუთი გაგრძელდა. იმ დროს არავითარ რაკეტას არ შეეძლო ადამიანის მთვარეზე გაგზავნა, მით უმეტეს ერთ ჯერზე. სატურნ-I მაშინ უკვე მუშავდებოდა, მაგრამ ჯერ გამოცდილი არ იყო და რადგან იგი მეტად მცირე ზომის იყო, საჭირო გახდებოდა მისი რამდენიმეჯერ კოსმოსში გაშვება და მთვარის კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე აწყობა.

თავდაპირველად ნასა ამუშავებდა მთვარეზე გაფრენის სამ ძირითად გზას: აწყობა დედამიწის ორბიტაზე, პირდაპირი ასვლა და აწყობა მთვარის ორბიტაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნანსამ თავიდან უარყო ეს გეგმა, საბოლოო ჯამში ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ეს გზა იქნებოდა ყველაზე იოლი და სწრაფი დასახული მიზნის მისაღწევად.

წყარო